თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ თურქეთის კონტროლი მუქარით დაუშვებელია
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ თურქეთის კონტროლი მუქარით დაუშვებელია

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოკტაი აცხადებს, რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, ქვეყანას გააჩნია სიმტკიცე და ძალა, რათა საკუთარი გეგმები განახორციელოს.

ფუატ ოკტაი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თურქეთის კონტროლი მუქარით დაუშვებელია.

„თურქეთი არ დაუშვებს საკუთარ საზღვრებთან ტერორისტული კორიდორის ან ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას“, – განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა.

თურქეთის ვიცე პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ თუ თურქეთის ქმედებები მისთვის მისაღები არ იქნება, ის თურქეთის ეკონომიკას მთლიანად გაანადგურებს.

დატოვე კომენტარი