დონალდ ტრამპი – თურქეთის ქმედებები თუ ჩემთვის მისაღები არ იქნება, მათ ეკონომიკას მთლიანად გავანადგურებ
თურქეთის ქმედებები თუ ჩემთვის მისაღები არ იქნება, მათ ეკონომიკას მთლიანად გავანადგურებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
დონალდ ტრამპი თურქეთს და ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დატყვევებულ მებრძოლებს და მათ ოჯახებს.
„როგორც უკვე მტკიცედ აღვნიშნე ადრე, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ თურქეთი გააკეთებს რაიმეს ისეთს, რასაც მე ჩემი დიდი გამოცდილებით ჩავთვლი, რომ არის მიუღებელი, სრულად გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას. ევროპელებთან და სხვებთან ერთად, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დატყვევებულ მებრძოლებს და მათ ოჯახებს. აშშ-მა გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა, მათ შორისაა ისლამური სახალიფოს 100 პროცენტის დაკავება. ახლა დროა, რეგიონის წევრებმა, რომლებსაც უზარმაზარი ქონება აქვთ, რომ დაიცვან თავიანთი ტერიტორია. აშშ დიდებულია“, – წერს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
As I have stated strongly before, and just to reiterate, if Turkey does anything that I, in my great and unmatched wisdom, consider to be off limits, I will totally destroy and obliterate the Economy of Turkey (I’ve done before!). They must, with Europe and others, watch over…
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 7, 2019