თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს პალესტინელი ბავშვების მკვლელი ტირანი უწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს პალესტინელი ბავშვების მკვლელი ტირანი უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პალესტინელი ბავშვების მკვლელი ტირანი უწოდა.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი დაპირისპირება დაგმო. მისი თქმით, თურქეთი იერუსალიმისთვის ბრძოლას გააგრძელებს, ვიდრე ქალაქის ადმინისტრირება ისლამური სამყაროსთვის მისაღები ფორმით არ მოხდება.

12 მარტს, ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისრაელი არის სახელმწიფო მხოლოდ ებრაელი ხალხისთვის და არა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

ნეთანიაჰუმ ერდოღანი დიქტატორად მოიხსენია. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას არაბებისა და მუსლიმების მიმართ რასისტული და დისკრიმინაციული უწოდეს.