თურქეთის ნაკრებმა შენიოლ გიუნეში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა #1TVSPORT
თურქეთის ნაკრებმა შენიოლ გიუნეში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა #1TVSPORT

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა კონტრაქტის გაუქმების შესახებ მთავარ მწვრთნელთან შენიოლ გიუნეშთან.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ეროვნული გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგები ევრო 2020-ზე და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე.

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატივსაცემ მასწავლებელს, ბატონ გიუნეშს, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს მომავალ ცხოვრებაში“, – წერია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

გიუნეშმა თურქეთის ნაკრები 2019 წელს ჩაიბარა, რომელთან ერთადაც წარუმატებლად ითამაშა ევრო 2020-ზე – ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და სამივე მატჩი წააგო ბურთების შეფარდებით – 1:8.

69 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ბოლო შეხვედრაში თურქეთის ნაკრებმა ნიდერლანდებთან 1:6 წააგო.