თურქეთი სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად მიიჩნევს

10:46, 31.05.2018

საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“  ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს ქარტიისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰამი აქსოისმა განაცხადა.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- აღნიშნავს აქსოისი.

ინფორმაციას საქართველოში, თურქეთის საელჩო ავრცელებს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .

მსგავსი