თურქეთი აპირებს, უკრაინას ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები და HIMARS-ის რეაქტიული ჭურვები მიჰყიდოს
თურქეთი აპირებს, უკრაინას მიჰყიდოს ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები და HIMARS-ის რეაქტიული ჭურვები. ამის შესახებ ცნობილი ხდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილი შეტყობინებიდან, რომელიც კონგრესის ბიულეტენში 6 აგვისტოს გამოქვეყნდა.
საუბარია შეიარაღების დიდ პარტიაზე, რომელშიც შევა როგორც ზალპური ცეცხლის სისტემები და რაკეტები, ისე ტაქტიკური შეიარაღება, მათ შორის 12 ერთეული M270 HIMARS-ი და მისთვის განკუთვნილი 2 500-ზე მეტი რაკეტა, ასევე 47 000 ერთეული კასეტური საარტილერიო ჭურვი, აგრეთვე 70 ერთეული რაკეტა ATACMS-ისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული შეიარაღების გასაყიდად თურქეთმა ვაშინგტონის ნებართვა უნდა მიიღოს. როგორც შტატებში აცხადებენ, ისინი მზად არიან, დაამტკიცონ ეს გარიგება.