ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარეობს
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარეობს და შედეგები მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

განაცხადების მიღება ვაკანტურ პოზიციაზე 6 იანვრამდე გაგრძელდება.

კანდიდატს ტურიზმის ან მომიჯნავე სფეროებში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხელფასი 5 800 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელად დაინიშნა.