საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი ჩოგოვაძე გენერალურ დირექტორად დაამტკიცა.

გიორგი ჩოგოვაძე 2014 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, სადაც ის ტურისტული ბიზნესიდან მოვიდა. გარდა ამისა, გიორგი ჩოგოვაძეს აქვს სამოქალაქო ავიაციის სექტორში საქმიანობის გამოცდილება: 1998 – 2004 წლებში მას საპასუხისმგებლო პოზიციები ეკავა საქართველოს ავიაბაზარზე მომუშავე ავიაკომპანიებში.

რაც შეეხება სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელს, მისი შერჩევა მოხდება კონკურსის შედეგად, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოაცხადებს.