თბილისში, თუმანიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცია დაშავებული. მას მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება და კლინიკაშია გადაყვანილი.
ცეცხლი ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.