თბილისში, თუმანიანის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, თუმანიანის ქუჩაზე ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზეა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს ხანძრის ქრობა.