ტუხელს „ბაიერნიდან“ გაუშვებენ, თუ გუნდი ბუნდესლიგას ვერ მოიგებს #1TVSPORT
ტუხელს „ბაიერნიდან“ გაუშვებენ, თუ გუნდი ბუნდესლიგას ვერ მოიგებს #1TVSPORT

თომას ტუხელი, შესაძლოა, „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვონ, თუ გუნდი ვერ მოიპოვებს ბუნდესლიგის ტიტულს.

როგორც გამოცემა Kicker-ი წერს, გერმანელ სპეციალისტს უკვე უდგას ყოფნა-არყოფნის საკითხი, იმის მიუხედავად, რომ „ბაიერნი“ მხოლოდ ერთი თვის წინ ჩაიბარა.

ტუხელის ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ შვიდ მატჩში სამჯერ წააგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და ორჯერ მოიგო. ამ პერიოდში „რეკორდმაისტერი“ ორი ტურნირიდან გამოვარდა – გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან, გარდა ამისა, ბუნდესლიგაში ლიდერობა დაუთმო „დორტმუნდს“.

გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, „ბაიერნის“ ბოსები ბუნდესლიგის ბოლო ტურამდე ხუთი დღით ადრე – 22 აპრილს შეიკრიბებიან და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ სამწვრთნელო შტაბისა და დირექტორატის შემადგენლობასთან დაკავშირებით.