ტუხელმა ინგლისი დატოვა და სასწრაფოდ სწავლობს ესპანურს – მან შეიძლება ლა ლიგის გუნდი გაწვრთნას #1TVSPORT
ZAGREB, CROATIA - SEPTEMBER 06: Head Coach of Chelsea Thomas Tuchel speaks during a Chelsea press conference after the UEFA Champions League group E match between Dinamo Zagreb and Chelsea FC at Stadion Maksimir on September 6, 2022 in Zagreb, Croatia. (Photo by Matija Habljak/Pixsell/MB Media/Getty Images)
გერმანელმა სპეციალისტმა, თომას ტუხელმა, შესაძლოა, ესპანური კლუბი ჩაიბაროს. ამის შესახებ დაწერა Sport Bild-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ფალკმა.
მისი მონაცემებით, ტუხელი ინგლისში აღარ ცხოვრობს. ასევე მან დაწერა, რომ გერმანელი სასწრაფოდ სწავლობს ესპანურ ენას.
ასევე ფალკმა თავის „ტვიტში“ აღნიშნა: „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“.
უფრო ადრე „ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული გერმანიის ნაკრებში მუშაობით. 49 წლის სპეციალისტს სურს, კარიერა საკლუბო დონეზე გააგრძელოს.