ტუხელი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს „იუვენტუსთან“, უახლოეს ხანში ის შეიძლება „ბაიერნის“ სამიზნე გახდეს #1TVSPORT
ტუხელი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს „იუვენტუსთან“, უახლოეს ხანში ის შეიძლება „ბაიერნის“ სამიზნე გახდეს #1TVSPORT

გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს „იუვენტუსთან“, – ამის შესახებ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

წყაროს ცნობით, მიუხედავად ბოლოდროინდელი ჭორებისა, „ჩელსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს არ ჰქონია კონტაქტი ტურინულ კლუბთან.

აღნიშნავენ, რომ უახლოეს ხანში ტუხელი შეიძლება გახდეს „ბაიერნის“ სამიზნე, თუ გადაწყდება ამ გუნდიდან ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის გაშვება.

49 წლის თომას ტუხელი „ჩელსიდან“ ცოტა ხნის წინ გაუშვეს. ის ლონდონურ კლუბს 2021 წლია იანვრიდან ავარჯიშებდა.