ტრავმის შედეგად შოტლანდიელმა მორაგბემ ხმა დაკარგა
ტრავმის შედეგად შოტლანდიელმა მორაგბემ ხმა დაკარგა

ინგლისური სარაგბო კლუბის, „ვუსტერ ვორიორსის“ მორკინალმა კორნელ დუ პრიზმა სოციალური მედიის საშუალებით აუწყა თავის გულშემატკივრებს, რომ ყელის არეში მიღებული ტრავმის გამო ერთი თვის განმავლობაში ლაპარაკს ვერ შეძლებს. კლუბის ოფიციალურმა პირებმა უკვე დაადასტურეს, რომ 27 წლის მორაგბე საავადმყოფოში რჩება და, როგორც მინიმუმ, ოთხი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს სახლში დაბრუნებას.

დუ პრიზი 1 სექტემბერს, სეზონის გახსნით მატჩში დაშავდა, როდესაც „ვოსპსისა“ და ინგლისის ნაკრების წევრს, მეორეხაზელ ჯო ლონჩბერის შეეჯახა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო დუ პრიზის სადებიუტო მატჩი „ვუსტერის“ შემადგენლობაში, მანამდე კი ის შოტნალდიურ „ედინბურგში“ გამოდიოდა.

ინსტაგრამში გამოქვეყნებულ განცხადებაში, დუ პრიზმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.