ტრავმის მიუხედავად ოძეკის ტიტულის დაბრუნებას ვეცდები - ექსკლუზიური ინტერვიუ ტოჩინოშინთან (ვიდეო)
10 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში წლის ბოლო სუპერტურნირი – კიუშუ ბაშო დაიწყება. გთავაზობთ ინტერვიუს ტოჩინოშინთან:
„ მოგესალმებით, მინდა გითხრათ ჩემს ტრავმებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ტრავმები ქრონიკულია და ოპერაციების გარეშე რთულია მოშუშება. თუმცა წინა, სექტემბრის ბაშოსთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა მაქვს მუხლზე, ნოემბრის ბაშოს რაც შეეხება, სეკივაკეს რანგში ვხვდები, თუმცა 10 და მეტი მოგების შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დავიბრუნებ და ეს არის ნოემბრის ბაშოს მიზანი, რომ ოძეკის სტატუსი დავიბრუნო და ჩემი გულშემატკივარი გავახარო. რაც შეეხება მომზადებას, სექტემბრის ბაშოს შემდეგ, მთელი ოქტომბერი საჩვენებელ გამოსვლებში ვიღებდი მონაწილეობას, რაც იგივე ვარჯიშია. ორი კვირაა, რაც ფუკუოკაში ( ქალაქი იაპონიაში) ჩამოვედი, სადაც სხვადასხვა კლუბის სპორტსმენებთან გავდიოდი მომზადებას, ვარჯიშიდან გამომდინარე ცუდ ფორმაში ნამდვილად არ ვარ, ყველანაირად შევეცდები ჩემი საქართველო და ჩემი გულშემატკივარი გავახარო, ოძეკი სტატუსი დავიბრუნო, დიდ მადლობას გიხდით ყველას გულშემატკივრობისთვის.“