TRAPPIST-1-ის სისტემის ორი პლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
TRAPPIST-1-ის სისტემის ორი პლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია

TRAPPIST-1-ის სისტემაში არსებული ორი ეგზოპლანეტა დიდი ალბათობით, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია. ამის შესახებ პლანეტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერის, ემი ბარის მიერ ჩატარებული კვლევა იუწყება.

TRAPPIST-1-ის სისტემა დიდი ინტერესის საგანია დამკვირვებელთა და პლანეტარულ მეცნიერთა საზოგადოებაში, რადგან როგორც ირკვევა, იგი შეიცავს დაახლოებით დედამიწის ზომის შვიდ პლანეტას. აღნიშნავს ბარი და მისი ჯგუფი ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

„იმის გამო, რომ ვარსკვლავი TRAPPIST-1 ძალიან ბებერი და მკრთალია, პლანეტური სტანდარტების მიხედვით, მისი პლანეტების ზედაპირზე შედარებით დაბალი ტემპერატურაა, 126°C-დან -106°C-მდე, რაც ვენერაზე ცივია და დედამიწის პოლუსების ტემპერატურაზე დაბალია“, — ამბობს ბარი.

„გარდა ამისა, პლანეტები დედავარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მოძრაობენ — ორბიტული პერიოდი სულ რამდენიმე დღეს შეადგენს. იმის გამო, რომ მათი ორბიტები ექსცენტრიულია და არა ზუსტი წრიული, ისინი უნდა განიცდიდნენ, გრავიტაციულ გაცხელებას, ზუსტად ისე, როგორც იუპიტერისა და სატურნის მთვარეების შემთხვევაშია“.

„სავარაუდოდ, ეს პლანეტები შედგება წყლის ყინულის, ქანებისა და რკინისაგან. ჩენ განვსაზღვრეთ, თუ რა ოდენობით შეიძლება ისინი იყოს იქ წარმოდგენილი და რა განსხვავება შეიძლება იყოს ფენების სისქეებს შორის. რადგან ამ პლანეტათა მასა და რადიუსები ერთმანეთს არც ისე კარგად შეესაბამება, ჩვენ წარმოვადგინეთ წიაღის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესაძლებლობათა ფართო დიაპაზონი“, — აღნიშნავს ბარი.

ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ თითოეული პლანეტის მასის დახვეწილი შეფასება შესაძლებელია გამოდგეს იმის განსაზღრისთვის, აქვს თუ არა თითოეულ ამ პლანეტას წყლის მნიშვნელოვანი მარაგი.

პლანეტები შეისწავლეს b-დან h-მდე (თითოეულის აღმნიშვნელი სიმბოლო), ვარსკვლავიდან მათი დაშორების თანმიმდევრობით. კვლევის თანაავტორის, ვერა დობოსის მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ სიცოცხლისათვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი უნდა იყოს ორი პლანეტა — d და e. ამის მიზეზია მათი ზედაპირის ზომიერი ტემპერატურა და გრავიტაციული გაცხელების მოკრძალებული ოდენობა. ამას ემატება ისიც, რომ სიცხის დინებები საკმარისად დაბალია იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული გაქცეულ სათბურის ეფექტის მდგომარეობაში შესვლა. სავარაუდოდ, პლანეტა d დაფარულია გლობალური ოკეანით.

თითოეული პლანეტისთვის, ჯგუფმა გამოთვალა ბალანსი გრავიტაციულ გაცხელებასა და კონვექციის მიერ მანტიაში ჩატანილ სითბოს შორის.

როგორც შედეგები აჩვენებს, დიდი ალბათობით, პლანეტა b-სა და c-ს აქვთ ნაწილობრივ გამდნარი კლდოვანი მანტია. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ პლანეტა c-ს უნდა ჰქონდეს მყარი კლდოვანი ზედაპირი და უნდა ახასიათებდეს სილიკატური მაგმის ამოფრქვევები, რაც გამოწვეულია გრავიტაციული გაცხელების მიერ, ზუსტად ისე, როგორც ეს იუპიტერის მთვარე იოზეა.

TRAPPIST-1-ის სისტემა 2017 წლის დასაწყისში აღმოაჩინეს. მდებარეობს დედამიწიდან 40 სინათლის წლის მანძილზე, მერწყულის თანავარსკვლავედში. ულტრაცივი წითელი ჯუჯა ვარსკვლავი TRAPPIST-1 ჩვენთვის ცნობილი პირველი სისტემაა, რომელშიც დედავარსკვლავის გარშემო დედამიწის ზომის შვილი პლანეტა მოძრაობს. სამი მათგანი განთავსებულია ე. წ. სასიცოცხლო ზონაში — მანძილი ცენტრალური ვარსკვლავიდან, რომელზეც შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა.

ასტრონომთა დიდი ნაწილის აზრით, TRAPPIST-1-ის სისტემა საუკეთსო ადგილია არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად.

მომზადებულია psi.edu-ს მიხედვით.

დატოვე კომენტარი