Transfermarkt-მა ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა - დავითაშვილისა და კვერნაძის შეფასება 2 მილიონი ევროთი გაიზარდა #1TVSPORT
Transfermarkt-მა ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა - დავითაშვილისა და კვერნაძის შეფასება 2 მილიონი ევროთი გაიზარდა #1TVSPORT

სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა შეფასებები განაახლა. გუნდის საერთო საბაზრო ღირებულება 195,48 მილიონ ევროს შეადგენს.

ლიდერი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა. სამეულში ისევ მოხვდნენ გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე. „სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის წარმატებული თამაში მის ფასზეც აისახა – ქართველი შემტევის სატრანსფერო ღირებულება 8-დან 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მსგავსი პროგრესი მხოლოდ „ფროზინონეს“ თავდამსხმელს, გიორგი კვერნაძეს აქვს – მისი ღირებულება 1,5 მილიონიდან 3,5 მილიონ ევრომდე გაიზარდა. „ნიურნბერგში“ დამაჯერებელი თამაშის შედეგად ლუკა ლოჩოშვილის შეფასება 2,0 მილიონიდან 2,5 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო „სანტანდერის“ შემტევის, გიორგი გულიაშვილის – 1 მილიონი ევროთი.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეები:

ხვიჩა კვარაცხელია, „პარი სენ-ჟერმენი“ – 90,00 მილიონი ევრო
გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“ – 28,00 მილიონი ევრო
გიორგი მიქაუტაძე, „ვილიარეალი“ – 28,00 მილიონი ევრო
ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“ – 10,00 მილიონი ევრო
ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 6,00 მილიონი ევრო
გიორგი ჩაკვეტაძე, „უოტფორდი“ – 4,50 მილიონი ევრო
საბა გოგლიჩიძე, „უოტფორდი“ – 4,50 მილიონი ევრო
გიორგი კვერნაძე, „ფროზინონე“ – 3,50 მილიონი ევრო
ლუკა ლოჩოშვილი, „ნიურნბერგი“ – 2,50 მილიონი ევრო
გიორგი წიტაიშვილი, „მეცი“ – 2,50 მილიონი ევრო
გიორგი გულიაშვილი, „სანტანდერი“ – 2,50 მილიონი ევრო
ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 2,50 მილიონი ევრო
გიორგი გოჩოლეიშვილი, „ჰამბურგი“ – 2,50 მილიონი ევრო