ტრანსფერი კონფერენციათა ლიგამდე - „გაგრამ“ „სამგურალის“ ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
ტრანსფერი კონფერენციათა ლიგამდე - „გაგრამ“ „სამგურალის“ ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

კონფერენციათა ლიგაზე გამოსვლამდე, საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ ახალი მოთამაშე დაიმატა – წყალტუბოს „სამგურალის“ ნახევარმცველი გაგა გაზდელიანი, – ინფორმაციას „სამგურალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი გუნდის ნახევარმცველი გაგა გაზდელიანი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე „გაგრაში“ ითამაშებს. მოგეხსენებათ, „გაგრა“ კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს და გაზდელიანს ევროთასებზე თამაშის შესაძლებლობაც მიეცემა. წარმატებებს ვუსურვებთ გაგას ახალ კლუბში“, – წერია „სამგურალის“ პრესსამსახურის განცხადებაში.

გაგა გაზდელიანი 23 წლისაა და მარცხენა ფლანგის შემტევია. 17 წლის ასაკში მარტვილის „მერანში“ მიიწვიეს. ასევე თამაშობდა ტყიბულის „მეშახტეში“, „სამგურალში“ კი 2019 წლის პირველ ივლისს ჩაირიცხა. ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში წყალტუბოელთა შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „გაგრა“ კონფერენც ლიგაზე გასული ქართული გუნდებიდან ერთადერთია, რომელიც ლიგა 2-ში თამაშობდა. გუნდი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს „სუტიესკასდაუწყვილდა. საქართველოს თასის მფლობელი პირველ მატჩს შინ ჩაატარებს, ხოლო განმეორებითსმონტენეგროში. მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში, „გაგრა“ ისრაელის გუნდს, თელ-ავივის „მაქაბის“ დაუპირისპირდება.

კონფერენც ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 8 და 15 ივლისს გაიმართება, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 და 29 ივლისს დაიგეგმა.