ტრამპმა ო'სალივანს მოუგო და კარიერაში მე-19 ტიტული მოიპოვა
ტრამპმა ო'სალივანს მოუგო და კარიერაში მე-19 ტიტული მოიპოვა

სნუკერში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ჯად ტრამპმა კარიერაში მე-19 ტურნირი მოიგო. ჩრდილოეთ ირლანდიის ღია პირველობის ფინალში 31 წლის ინგლისელმა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი რონი ო’სალივანი დაამარცხა. ტრამპმა პირველი სესიის შემდეგ მოიპოვა უპირატესობა, შეხვედრა კი, საბოლოოდ, 9:7 დასრულდა.

ფინალში ტრამპს ჰქონდა 55 (ორჯერ), 69, 89 (ორჯერ), 115 და 128-ქულიანი სერიები. ო’სალივანმა უპასუხა 51, 63, 74, 93 და 130-ქულიანი ბრეიკებით.

ტრამპმა ჩრდილოეთ ირლანდიის ღია პირველობა ზედიზედ მესამედ მოიგო. საინტერესოა, რომ სამივე ფინალში მან ო’სალივანი დაამარცხა და სამივეჯერ ერთნაირი ანგარიშით – 9:7.

კარიერაში 19 გამარჯვებით ტრამპმა გაუსწრო მარკ სელბისა და ნილ რობერტსონს და სნუკერის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეების სიაში სუფთა მეექვსე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ არიან: მარკ უილიამსი (22), სტივ დევისი (28), ჯონ ჰიგინსი (30), სტივენ ჰენდრი (36) და რონი ო’სალივანი (37).