ტრამპი - კიმ ჩენ ინთან შეხვედრა გაიმართება
ტრამპი - კიმ ჩენ ინთან შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა არ ჩაშლილა. ამის შესახებ თავად დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ბოლო დროს შექმნილი რთული ვითარებისა, სინგაპურში 12 ივნისს ჩანიშნული შეხვედრა არ გაუქმებულა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ფხენიანი მზად არის, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეაჩეროს.

კიმ ჩენ ინმა ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელმა პირველ ივნისს გადასცა.