ტრადიცია გრძელდება — სოფელ სალხინოში სააღდგომო მატჩი გაიმართა #1TVSPORT

14:01, 26.04.2025

ვანის მუნიციპალიტეტში ტრადიცია გრძელდება — აღდგომის კვირეულში, სოფელ სალხინოში, მე-19 სააღდგომო საფეხბურთო დერბი გაიმართა, რომელშიც „ჩანჩქერმა“ „ხიდისთავი“ დაამარცხა.

ეს სააღდგომო ტრადიცია მეუფე ანტონის ლოცვა-კურთხევით და ვანის „სულორის“ ვეტერანი ფეხბურთელის, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრის, დავით ლორთქიფანიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით შედგა.

მატჩმა, ტრადიციულად, დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონი სავსე იყო გულშემატკივრებით. დერბის უკომპრომისობაზე სტატისტიკაც მეტყველებს — ამჯერად „ჩანჩქერმა“ გაიმარჯვა და საერთო ანგარიში 9:9 გახდა (მე-14 დერბი ჩაიშალა).

წელს მეორედ გათამაშდა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი აშვეთიას თასი. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (ბერდია ჯიბლაძე, გოგა მაჭარაშვილი) და უეფა-ს მედიაოფიცერის, მამუკა კვარაცხელიას დახმარებით, დათო ლორთქიფანიძემ ბავშვებს ტრადიციულად გადასცა ბურთები, მაისურები და სავარჯიშო ფორმები.

მსგავსი