„ტოტენჰემში“ თამამშრობლებს ხელფასები შეუმცირეს
„ტოტენჰემში“ თამამშრობლებს ხელფასები შეუმცირეს

„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სეზონის შეჩერების გამო, კლუბი აპრილსა და მაისში თაამშრობლების ხელფასებს 20 პროცენტით ამცირებს. ლევის თქმით, ეს ზომები, რომლებიც ფეხბურთელებს არ შეეხება, აუცილებელია სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის.

„ტოტენჰემი“ ინგლისური პრემიერლიგის მეორე კლუბია, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღის წინ ეს „ნიუკასლ იუნაიტედმა“ გააკეთა.