„ტოტენჰემმა“ რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტები გაახანგრძლივა
LONDON, ENGLAND - APRIL 23: Jan Vertonghen of Tottenham Hotspur during the Premier League match between Tottenham Hotspur and Brighton & Hove Albion at Tottenham Hotspur Stadium on April 23, 2019 in London, United Kingdom. (Photo by Tottenham Hotspur FC/Tottenham Hotspur FC via Getty Images)
მცველმა იან ვერტონგენმა და მეკარე მიხელ ვორმმა „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ ახალი მოკლევადიანი კონტრაქტები გააფორმეს. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს. როგორც ირკვევა, ეს ორი ფეხბურთელი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.
გარდა ამისა, „დეზებმა“ საიჯარო კონტრაქტები გაახანგრძლივეს დენი როუზთან, კაილ უოკერ-პიტერსთან, ლუკ ამოსთან, ჯეკ კლარკთან და ბრენდონ ოსტინთან.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ ამჟამად 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს.
პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩში ლონდონელები საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ „ვესტ ჰემს“ შეხვდებიან.