„ტოტენჰემმა“ პრაღის „სლავიის“ 21 წლის მეკარესთან შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
21 წლის მეკარე ანტონინ კინსკი პრაღის „სლავიიდან“ კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ლუკა ბენდონი ავრცელებს.
კინსკი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჩეხ ფეხბურთელად ითვლება. მეკარე პრაღის „დუკლას“ აღზრდილია, ხოლო „სლავიამ“ 2021 წელს შეიძინა. მიმდინარე სეზონში მას 19 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, არის ჩეხეთის ასაკობრივი ნაკრების ძირითადი მეკარე.
ანტონინ კინსკის სატრანფერო ფასი 12 მილიონი ევროა და, სავარაუდოდ, „ტოტენჰემს“ მის სანაცვლოდ ამ თანხის გადახდა მოუწევდა. როგორც ცნობილი ხდება, ჩეხი უკვე ლონდონშია და სამედიცინო შემოწმებას გადის.
ლონდონური გუნდის ძირითადმა მეკარემ, იტალიელმა ვიკარიომ მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვის მანძილზე „ტოტენჰემს„ ვერ დაეხმარება.