„ტოტენჰემის“ ყოფილი ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
„ტოტენჰემის“ ყოფილი ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა

ინგლისური „ლეიტონ ორიენტის“ მთავარი მწვრთნელი და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ყოფილი მცველი ჯასტინ ედინბურგი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იტყობინება კლუბის პრეს-სამსახური. ვეტერანი ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ედინბურგი შეუძლოდ ორშაბათს, 3 ივნისს გახდა, რის გამო სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, სადაც 8 ივნისს გარდაიცვალა.

„ლეიტონ ორიენტში“ ედინბურგი 2017 წლიდან მუშაობდა. მისი მეთაურობით, გუნდმა ნაციონალურ ლიგაში გაიმარჯვა და ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში აღზევდა.

წარსულში ედინბურგი „ნორთჰემპტონის“, „ჯილინგემის“, „ნიუპორტისა“ და სხვა ინგლისური კლუბების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

დატოვე კომენტარი