რაფინიას ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებამ „ბარსელონაში“ უკმაყოფილება გამოიწვია #1TVSPORT

09:21, 30.10.2026

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობაში უკმაყოფილება გამოიწვია ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც ნოემბრის ამხანაგური მატჩებისთვის რაფინია გამოიძახა, – ამის შესახებ The Touchline-ი წერს.

ბრაზილიელი გარემარბი ტრავმის შემდეგ მოედანს ახლახან დაუბრუნდა და ოპტიმალური ფიზიკური ფორმის აღდგენას ჯერ კიდევ ცდილობს. ფეხბურთელმა დაზიანება სწორედ ნაკრების წინა შეკრებაზე მიიღო, რის გამოც კატალონიური გუნდის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, „ბარსელონაში“ შიშობენ, რომ ხანგრძლივი მგზავრობა და დამატებითი დატვირთვა რაფინიას ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და ტრავმის განმეორების რისკს გაზრდის.

ბრაზილიის ნაკრები 14 ნოემბერს იაპონიას დაუპირისპირდება, 17 ნოემბერს კი სინგაპურს შეხვდება. ორივე ამხანაგური მატჩი სინგაპურში გაიმართება.

მსგავსი