„ტოტენჰემის“ ახალი სათამაშო ფორმის ნიმუშები ინტერნეტში გამოჩნდა
„ტოტენჰემის“ ახალი სათამაშო ფორმის ნიმუშები ინტერნეტში გამოჩნდა

პოპულარულმა პორტალმა სახელწოდებით „ფუტიჰედლაინს“ (FootyHeadlines), რომელიც სპორტული ეკიპირების მიმართულებით მუშაობს, ლონდონის „ტოტენჰემის“ 2020-21 წლების საშინაო ფორმა გამოაქვეყნა. კომპლექტი წარმოდგენილია ტრადციულ თეთრ ფერში, მუქი ლურჯი და ყვითელი დანამატებით.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 29 ტურის შემდეგ ლონდონელებს 41 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფებიან.

როგორც რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონი ინგლისში 17 ივნისიდან განახლდება.

დატოვე კომენტარი