„ტოტენჰემი“ საკუთარი სტადიონის სახელწოდებას ყიდის
„ტოტენჰემი“ საკუთარი სტადიონის სახელწოდებას ყიდის

ლონდონის „ტოტენჰემი“ ეძებს კომპანიას, რომელი, კლუბის სტადიონის სახელწოდებაზე უფლებას შეიძენს, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“.

„ტოტენჰემმა“ ამ ექსკლუზიურ უფლებას რეკორდული ფასი დაადო – 25 მილიონი ფუნტი წელიწადში. ამასთან, ლონდონურ კლუბს სურს, მომავალ მყიდველთან 15-წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს და ჯამში 375 მილიონი ფუნტი გამოიმუშაოს.

ჯერჯერობით, პოტენციური მყიდველების მხრიდან შესაბამისი სურვილი არ გამოთქმულა.

იმ შემთხვევაში, თუ გარიგება შედგება, ეს იქნება ისტორიაში მსგავსი ტიპის ყველაზე მსხვილი კონტრაქტი. დღეისთვის, რეკორდი ეკუთვნის ბანკ Scotiabank-ს, რომელიც ტორონტოს მრავალფუნქციურ სტადიონს სახელწოდების სანაცვლოდ წელიწადში 24.4 მილიონ ფუნტს უხდის.

პრემიერლიგაში ყველაზე ძვირად სტადიონის სახელწოდებაზე უფლება „მანჩესტერ სიტიმ“ გაყიდა – ის ავიაკომპანია Etihad Airways-სგან წელიწადში 21.9 მილიონ ფუნტს იღებს.