„ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე თომას ფრანკის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე თომას ფრანკის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემი“ ავსტრალიელი პოსტეკოგლუს შემცვლელად მთავარი მწვრთნელის პოსტზე თომას ფრანკის კანდიდატურას განიხილავს, – ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ინგლისურმა კლუბმა ავსტრალიელი სპეციალისტი თანამდებობიდან გუშინ, 6 ივნისს გაათავისუფლა. პოსტეკოგლუმ გასულ სეზონში „ტოტენჰემს“ ევროპის ლიგა მოაგებინა და გუნდის 17-წლიანი უტიტულო სერია დაასრულა, თუმცა პრემიერლიგაში 22-ჯერ დამარცხდა და მე-17 ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება თომას ფრანკს, 51 წლის დანიელი სპეციალისტი „ბრენტფორდს“ 2018 წლიდან წვრთნის. მასთან ერთად გუნდმა 2021 წელს პრემიერლიგის საგზური მოიპოვა და მას შემდეგ ინგლისის უმაღლეს ლიგაში სტაბილურობით გამოირჩევა.

როგორც ცნობილი ხდება, თუ თომას ფრანკი „ტოტენჰემში“ გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, „ბრენტფორდი“ მას წასვლაში ხელს არ შეუშლის.