ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გადაყენების საკითხს განიხილავს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.
გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტის შეცვლის ძირითად კანდიდატად „ლესტერის“ დამრიგებელი ბრენდან როჯერსი განიხილება. დღეისთვის, „ტოტენჰემის“ დირექტორთა საბჭო ამზადებს წინადადებას 48 წლის ჩრდილოირლანდიელისთვის.
მოურინიო „ტოტენჰემს“ 2019 წლის ნოემბრიდან უდგას სათავეში. პრემიერლიგის 24 ტურის შემდეგ, ლონდონელები მეცხრე ადგილზე არიან და ევროთასების ზონას ექვსი ქულით ჩამორჩებიან. „ლესტერი“ მესამე ადგილზეა და „ტოტენჰემს“ 10 ქულით უსწრებს.