ლაშა თოთაძე ყაზახეთში წავიდა და კარიერას აქტიუბინსკის „აქტობეში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
32 წლის გამოცდილი მოთამაშე ყაზახურ კლუბში იანვრის ბოლოდან ვარჯიშობს. სხვათა შორის, გამოცდილ ქართველ მცველთან ერთად, გუნდში თბილისის „დინამოს“ ყოფილი მეკარე 33 წლის უკრაინელი სერგეი ლიტოვჩენკო ისინჯებოდა.
გუნდის ბელარუსმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ბაგამ ბრძოლისუნარიანი თოთაძის დატოვება გადაწყვიტა და საბოლოოდ, მან „აქტობესთან“ კონრტრაქტი 30 ნოემბრამდე გააფორმა. რაც შეეხება ლიტოვჩენკოს, მას გუნდის დატოვება მოუხდა.
„აქტობე“ ამჟამად თურქეთში შეკრებაზეა და ბოლო ტესტ-მატჩი რუსეთის მეორე დივიზიონის კალინინგრადის „ბალტიკასთან“ ანგარიშით 0:2 წააგო. ლაშას ეს მატჩი მცირე ტრავმის გამო არ ჩაუტარებია. თუმცა, კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მან საერთო ჯგუფში ვარჯიში ისევ დაიწყო და საშიში არაფერია.
თოთაძემ კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, იყო კიევის „დინამოს“ წევრი, თამაშობდა თბილისის „დინამოში“, ასევ უნგრულ „დიორ ეტოში“, ბათუმის „დინამოში“, ბოლნისის „სიონში“, გორის „დილაში“, „საბურთალოში“. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და რამდენჯერმე ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც გამოიძახეს. 2020 წლის სეზონის თოთაძემ „სამტრედიაში“ ჩაატარა.