„აქტობეს“ მწვრთნელი „ტორპედოსთან“ მარცხზე - მნიშვნელოვანია, რომ ამოცანა შევასრულეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით #1TVSPORT
„აქტობეს“ მწვრთნელი „ტორპედოსთან“ მარცხზე - მნიშვნელოვანია, რომ ამოცანა შევასრულეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით #1TVSPORT

„აქტობეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი კარპოვიჩმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის საპასუხო მატჩში ქუთაისის „ტორპედოსთან“ წაგებულ (1:2) მატჩზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს წაგება მწუხარების მიზეზი არ უნდა გახდეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამოცანა შევასრულეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით. ქუთაისში საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ, სამწუხაროდ, დღეს მეტოქეს მეტი ვერ გავუტანეთ. მადლობა ბიჭებს, მაგრამ გული დაგვწყდა, რადგან გულშემატკივრები საკუთარ მოედანზე გამარჯვებით ვერ გავახარეთ.

პირველი მატჩის დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ გუნდის მოტივირება რთული იყო. შესაძლოა, ცუდი როლი პირველი გოლის შემდეგ შექმნილმა დიდმა ჰანდიკაპმა ითამაშა. იმედი მაქვს, დღევანდელ გამოუყენებელ შანსებს მომავალ მატჩებში მაღალი შედეგიანობით შევცვლით.

დიდი მადლობა გულშემატკივარს და მაყურებელს ტრიბუნებზე შექმნილი ატმოსფეროსთვის, ასეთი მომენტები მთელი ცხოვრება გამახსოვრდება. მინდოდა, დღეს ქომაგებს სიამოვნება მიეღოთ, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამის მიუხედავად, ახლა მწუხარების დრო და მიზეზი არ არის. მთავარია, რომ ეს ბარიერი გადავლახეთ და მომდევნო ეტაპზე ვითამაშებთ“, – ამბობს ანდრეი კარპოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ „აქტობე“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის „ტორპედოსთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა საერთო ანგარიშით 5:3 გაიმარჯვა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.