ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელი - „აქტობემ“ „ტორპედოს“ კლასით აჯობა #1TVSPORT
ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელი - „აქტობემ“ „ტორპედოს“ კლასით აჯობა #1TVSPORT

„აქტობეს“ დამაჯერებელ გამარჯვებას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედოსთან“ (4:1) ყაზახეთში დიდი გამოხმაურება მოყვა.

იუსუფ შადიევი, ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელი: 

„ქუთაისში „აქტობემ“ ძალიან კარგად ითამაშა. ანდრეი კარპოვიჩმა სწორი ტაქტიკა აირჩია. საერთოდ, ჩვენმა გუნდმა მშვიდად ითამაშა. მეტოქეს დავუთმეთ და ჩვენი შანსი გამოვიყენეთ. აი, ასე უნდა ითამაშო გასვლაზე – ამის დასტურია „აქტობეს“ მესამე და მეოთხე გოლები. კარგი შედეგის მისაღწევად სულაც არ არის აუცილებელი მხოლოდ წინ წასვლა“.

სერგეი ვოლგინი, ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელი: 

„თამაშიდან ჩანდა, რომ „აქტობემ“ მეტოქეს კლასით აჯობა. ყაზახურმა გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა და კარგი გოლებიც გაიტანა. თამაში მთლიანად „აქტობეს“ კონტროლით მიმდინარეობდა. შედეგი ბუნებრივია – „აქტობემ“ შანსების რეალიზაციის კარგი უნარი გამოიაჩინა და მეტოქე შეცდომებისთვის დასაჯა. მეორე მატჩის წინ კი დიდი უპირატესობა შეიქმნა. მოშვება არ შეიძლება, მაგრამ, ფაქტობრივად, „აქტობემ“ შემდეგ ტურში გასვლა უზრუნველყო“.

აქტობესა“ და „ტორპედოს“ საპასუხო თამაში კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 აგვისტოს ყაზახეთში, აქტობეში გაიმართება.