კონფერენს ლიგა | „აქტობეს“ მწვრთნელი სტივ კინის სიტყვებს გამოეხმაურა - შეუძლია, ნებისმიერი რამ თქვას #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | „აქტობეს“ მწვრთნელი სტივ კინის სიტყვებს გამოეხმაურა - შეუძლია, ნებისმიერი რამ თქვას #1TVSPORT

„აქტობეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი კარპოვიჩმა კონფერენს ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ქუთაისელთა მწვრთნელის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა.

პირველ შეხვედრაში 1:4 მარცხის მიუხედავად, „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ პირველივე წუთებიდან მთელი ძალით შეუტევს. „აისახება თუ არა ეს ტაქტიკაზე?“ – კარპოვიჩს ეს კითხვა დაუსვეს.

„მეტოქის მწვრთნელს ყველაფრის თქმა შეუძლია. ჩვენ მას ვუსმენთ. ბუნებრივია, ქუთაისელებს მოგება სჭირდებათ, რადგან თუ მოდიხარ დაცვაში „ჩაჯდომის“ განწყობით, მაშინ თამაშს აზრი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ისინი მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენც გვაქვს საკუთარი გეგმა. ბიჭებს ეს ესმით. ბუნებრივია, ერთია შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება ბევრად მეტს ნიშნავს… დაე, ნახონ ქართველებმა, როგორი გულშემატკივრობა შეგვიძლია.

ჩვენ უკან არ დავიხევთ და მთელი 90 წუთის დაცვაში ყოფნას ნამდვილად არ ვგეგმავთ. ამავდროულად, წინ გაქცევას და ერთი-ორი გოლის გატანის მცდელობას ასევე აზრი არ აქვს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – ამბობს „აქტობეს“ მთავარი მწვრთნელი.

კონფერენს ლიგაზეაქტობესა“ და „ტორპედოს“ საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.