„ტორპედოს“ ოფიციალური განცხადება - სიკვდილამდე მიყვანილ ამ საფეხბურთო ოჯახს მომავალი აუცილებლად ექნება
„ტორპედოს“ ოფიციალური განცხადება - სიკვდილამდე მიყვანილ ამ საფეხბურთო ოჯახს მომავალი აუცილებლად ექნება
არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდის წერილი გამოაქვეყნა.

არავის დამძიმება არ გვინდა იმ გადაუჭრელი პრობლემით, რომელიც ჯერ კიდევ დგას ჩვენს კლუბში… თუმცა ჩვენი გამოსავალი არის გაძლებაში, ჩვენი გამოსავალი არის ბრძოლაში! გამომდინარე აქედან, არაფერს შევუშინდებით! იმიტომ არა, რომ ეს უბრალოდ საფეხბურთო კლუბის გადარჩენის საკითხია. იმიტომ, რომ ამით უნდა გადარჩეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიაც, აწმყოც და მომავალიც… იმიტომ რომ ეს ჩვენი ოჯახია… ეს ჩვენი შვილებია… ეს ჩვენი ქალაქია… ეს ჩვენი ქვეყანაა…ვ და ჩვენ გადავრჩებით! დღეს მოედანზე ვერ გავა გუნდი, მაგრამ დღეს ტრიბუნებზე გავა გულშემატკივარი… დღეს ქუთაისი უქომაგებს ისტორიას, სიყვარულს, ერთგულებას, მომავალს რომელიც ამ სიკვდილამდე მიყვანილ საფეხბურთო ოჯახს აუცილებლად ექნება! არ დავნებდებით!“ – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ წერილში.
შეგახასენებთ, რომ გუნდს დავალიანება გააჩნია, რომლის გაუსტუმრებლადაც „ტორპედოს“ დაბალ ლიგაში დაქვეითება ემუქრება.