„ტორპედოს“ ხორვატი ლეგიონერი - ვთქვით, რომ „დინამო თბილისთან“ მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადებოდით #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ხორვატმა ლეგიონერმა მატეო ითრაქმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებმაც „დინამო თბილისთან“ მოგებულ (2:0) შეხვედრაში გუნდის წარმატებაში დიდი როლი შეასრულეს.
„შეხედეთ ჩვენს ქომაგებს, როგორი ბედნიერები არიან. გასული ტურის შემდეგ ვთქვით, რომ ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადებოდით. ისინი იმსახურებენ ამ სიხარულს, ეს მათი გამარჯვებაა“, – განაცხადა მატჩის შემდეგ 24 წლის ხორვატმა საყრდენმა ნახევარმცველმა, რომლის ტრანსფერიც „ტორპედომ“ ბელგიის რანგით მეორე ლიგის „ფრანკს ბორენსისგან“ გამოისყიდა.
ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოიგო – „დინამო თბილისთან“ გოლები საბა კვირკველიამ და გიორგი კოხრეიძემ გაიტანეს. „ქართულ კლასიკოს“ 7 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო, რაც მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.