„ტორპედოს“ ხელმძღვანელობა ქუთაისელ გულშემატკივრებს შეხვდება #1TVSPORT

20:35, 18.08.2025

„ტორპედოს“ ხელმძღვანელობამ ქუთაისელ გულშემატკივრებთან შეხვედრა გადაწყვიტა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„22 აგვისტოს, 20:00 საათზე „შენგელია არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, შეფასდება კლუბში მიმდინარე პროცესები და ცნობილი გახდება სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე დასწრება ყველა გულშემატკივრისთვის თავისუფალია“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

შეხვედრის მიზეზი „ტორპდოს“ შედეგებით გამოწვეული ქუთაისელი გულშემატკივრის უკმაყოფილებაა. გუნდი ევროთასებს ნაადრევად გამოეთიშა, ხოლო ეროვნულ ლიგაში სეზონის დასრულებამდე 15 ტურით ადრე მე-5 ადგილზეა და ლიდერ „იბერიას“ 16 ქულით ჩამორჩება.

ამავე დროს, გულშემატკივართა ნაწილი წარუმატებლობის მიზეზად გერმანელ მწვრთნელს, დირკ შუსტერს ასახელებს და მდგომარეობის გამოსასწორებლად მის გათავისუფლებას ითხოვს.

მსგავსი