„ტორპედოს“ გუნდის ადმინისტრაცია, გულშემატკივრები, ფეხბურთელები და მწვრთნელები აქციას მართავენ

14:35, 31.01.2020

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფეხბურთელების, მწვრთნელების, გუნდის ადმინისტრაციისა და გულშემატკივრების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მაყურებლისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე დგანან და ცარიელ სტადიონს უყურებენ.

მათი თქმით, გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. აქციის მონაწილეები დახმარებას ყველა შესაბამის უწყებას სთხოვენ.

„ჩვენს ხელში არ არის გუნდის გადარჩენის საკითხი, ამიტომ მივმართავთ ქუთაისის მერიას, ცენტრალურ ხელისუფლებას და ფედერაციას – გადაარჩინეთ ტორპედო“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გუნდის მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ.

შეგახსენებთ, რომ გუნდისთვის მიცემული ვადა არსებული დავალიანების დასაფარად 3 თებერვალს იწურება,. დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ვადის გასვლის შემდეგ  გუნდი უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადავა.

მსგავსი