„ტორპედოს“ დირექტორი - კანდიდატების სია შემცირდა, ახალ მწვრთნელს მალე წარვადგენთ #1TVSPORT
„ტორპედოს“ დირექტორი - კანდიდატების სია შემცირდა, ახალ მწვრთნელს მალე წარვადგენთ #1TVSPORT

„ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჯერ არ დაგვინიშნია“ – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გუნდის გენერალურმა დირექტორმა, დავით დოლაბერიძემ ისაუბრა და უარყო ინფორმაცია, თითქოს გუნდს გერმანელი სპეციალისტი ჩაიბარებს.

„ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მოლაპარაკებები გრძელდება. გუნდის ახალ თავკაცს მალე წარვადგენთ. პრეტენდენტების სია შეიკვეცა და სამი მთავარი კანდიდატი დარჩა, რომელთაგანაც ერთ-ერთზე შევაჩერებთ არჩევანს“, – განაცხადა დავით დოლაბერიძემ.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ქუთაისის „ტორპედო“ დეკემბერში დატოვა, რადგან გუნდმა დასახულ მიზანს მიზანს, ჩემპიონობას, ვერ მიაღწია.

შოტლანდიელი სპეციალისტის ადგილზე თავდაპირველად ექვსი კანდიდატი განიხილებოდა, მათი უმრავლესობა უცხოელი გახლდათ.