„ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
„ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა მოიგო #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე ამხანაგური შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიურ „სილესკის“ წინააღმდეგ გამართა და 2:1 დაამარცხა.

კახა ჩხეტიანის გუნდს აქამდე მოსამზადებელ ეტაპზე თამაში არ ჰქონდა მოგებული – „ტორპედომ“ 7 მატჩი ჩაატარა, 5 ფრედ დაასრულა და 2 წააგო, მაგრამ საკმაოდ ძლიერ გუნდთან ტესტმატჩი გამარჯვებით დაასრულა. ქუთაისელებიდან გოლები ირაკლი ბუღრიძემ და თორნიკე ახვლედიანმა გაიტანეს.

„ტორპედო“: გოშაძე, მჭედლიშვილი, მონტეირო, სანდოხაძე, ქობულაძე, სამურკასოვი, გიგაური, მანჯგალაძე, არაბიძე, ახვლედიანი, ბუღრიძე.

სათადარიგოები: ლაბაძე, გეგჩკორი, ტოლი, კაბალიერო, ელბაქიძე, ნეტო, სანდო, ოლატუნჯი, ნადარაია, ჩიტაიშვილი.

ეს ქუთაისელებისთვის თურქული შეკრების დასკვნითი, მერვე ამხანაგური შეხვედრა იყო, რომლის დასრულების შემდეგ გუნდი ქუთაისში გაემგზავრება.