„ტორპედომ“ თურქეთის სუპერლიგის გუნდი დაამარცხა - „უმრანიესპორში“ გაგნიძემ ითამაშა #1TVSPORT
„ტორპედომ“ თურქეთის სუპერლიგის გუნდი დაამარცხა - „უმრანიესპორში“ გაგნიძემ ითამაშა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი გამართა „უმრანიესფორთან“ და თურქეთის სუპერლიგის გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა.

თურქული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ნიკა გაგნიძემ ითამაშა, რომელიც „უმრანიესფორში” ერთი კვირის წინ გადავიდა. გორის „დილას” ყოფილი კაპიტანი ქუთაისელებთან ძირითად შემადგენლობაში იყო.

კახა ჩხეტიანის გუნდმა თამაში შესანიშნავად ჩაატარა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. შეხვედრის პირველ ნახევარში მეტოქის კარი გიორგი კუხიანიძემ აიღო და შესვენებაზე ქუთაისელები უპირატესობით გავიდნენ 1:0. მეორე ნახევარში თურქულ კლუბს „ტორპედომ“ კიდევ ორი გოლი გაუტანა – თავი თორნიკე ახვლედიანმა და გიორგი არაბიძემ გამოიჩინეს და საბოლოოდ 3:0 ქუთაისელთა სასარგებლოდ.


უმრანიესფორი“ – „ტორპედო“ 0:3


გოლები: 0:1 კუხიანიძე, 0:2 ახვლედიანი, 0:3 არაბიძე

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, გოგლიჩიძე, სანდოხაძე, შერგელაშვილი, კუხიანიძე, ცინცაძე, მანჯგალაძე, ბუღრიძე, ახვლედიანი, ქავთარაძე.

სათადარიგოები: ლაბაძე, ჰამზიჩი, შულაია, ვაჩიბერაძე, ქიმაძე, აბულაძე, არაბიძე, ტაბატაძე, გიგაური, ელბაქიძე.