ლეგიონერები | გაგნიძე ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება, გიორბელიძე თურქეთში სტაბილურად თამაშობს #1TVSPORT

11:34, 09.11.2026

თურქეთის სუპერლიგაში გურამ გიორბელიძის „ერზურუმსფორი“ გასვლაზე „რიზესფორს“ დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. ქართველმა მარცხენა მცველმა კვლავ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მხოლოდ არბიტრის მიერ დამატებულ დროში შეცვალეს.

ზედიზედ ოთხჯერ ძირითად შემადგენლობაში თამაშის შემდეგ საბა ხარებაშვილი ​„ბაშაქშეჰირის“ განაცხადში არ იყო. ქართველი მცველის გუნდმა გასვლით მატჩში 2:1 სძლია „გიოზთეფეს“, სადაც ლუკა გუგეშაშვილს ცნობილი ინციდენტის შემდეგ აღარ ათამაშებენ.

ჯიმი ტაბიძის „ქაისერისფორი“ თურქეთის პირველ ლიგაში „უმრანიესფორს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. გამოცდილმა ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა.

ტრავმის შემდეგ ნიკა გაგნიძემ კოვალივკას „კოლოსის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა და უკრაინის პრემიერლიგაში „ბუკოვინასთან“ (1:1) 90 წუთი ჩაატარა. ასევე მოხდა ზურაბ რუხაძის შემთხვევაში, რომელიც „კოლოსის“ ძირითადში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა.

სერია B-ს მე-11 ტურში დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზემ“ გასვლაზე „ვიჩენცა ვირტუსი“ 4:1 დაამარცხა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი კრემონელებმა ზედიზედ მესამედ ათამაშეს იგი მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა.

მსგავსი