„ტორპედომ“ შეკრებაზე პირველი მატჩი წააგო - შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო #1TVSPORT
„ტორპედომ“ შეკრებაზე პირველი მატჩი წააგო - შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა ლატვიის ვიცე-ჩემპიონ „რიგასთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა.

ქუთაისელებისთვის ლატვიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან მატჩი შეკრებაზე მეოთხე იყო – თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს გარდაცვლილთა პატივსაცემად მეტოქეებმა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყეს.

საბედნიეროდ, მოსამზადებელი ბაზების ტერიტორიას მიწისძვრის დამანგრეველი შედეგები არ შეხებია, ქუთაისის „ტორპედო“ და სხვა ქართული კლუბები მზადებას შეუფერხებლად განაგრძობენ.

ლატვიელები პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ. ანგარიში 28-ე წუთზე პენალტით დუგლას აურელიომ გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე ქუთაისელთა კარი მეორედ ენტონი ჩერნომორდისმა აიღო.

მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ეს შეკრებაზე ქუთაისელების პირველი მარცხი იყო – „ტორპედომ“ მანამდე გამართული სამივე ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა.