„ტორპედომ" მატჩისთვის სრული ეკიპირების განბაჟება ვერ მოასწრო
„ტორპედომ" მატჩისთვის სრული ეკიპირების განბაჟება ვერ მოასწრო

ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილასთან“ ძველი ეკიპირებით, გერმანული კომპანია „ადიდასის“ ფორმებით ატარებს.

გუნდის პრეზენტაციაზე დაანონსდა, რომ გუნდის ახალი ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია „კაპა“ იქნებოდა. მომხდარსი გამო ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განცხადება გაავრცელა.

„ცნობილი მიზეზების გამო, „ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის მზადება ჩემპიონატის დაწყებამდე 2 კვირით ადრე დაიწყო. დროის უქონლობის გამო, კლუბმა ვერ გაიარა უცხოეთში მოსამზადებელი პერიოდი და ჩემპიონატისთვის ადგილზე მოემზადა. მცირე დრო პრობლემებს ბევრ სხვა საკითხშიც წარმოაჩენდა, მაგრამ კლუბის უკლებლივ ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად ეცადა, რომ დღევანდელ დღემდე ტორპედო მომზადებული მოსულიყო. კლუბის ხელმძღვანელობამ მცირე დროში მოაგვარა ეკიპირების საკითხი, თუმცა, სამწუხაროდ, ევროპაში ბოლოდროინდელი ამბების გამო საქართველოში გუნდის სრული (!) ეკიპირება დათქმულ დროზე გვიან ჩამოვიდა. საბაჟოზე შექმნილი პრობლემების გამო, კლუბმა დღევანდელი მატჩისთვის სრული ეკიპირების განბაჟება ვერ მოასწრო, რის გამოც დღეს გუნდი იძულებულია მოედანზე გასული წლის მაისურებით გამოვიდეს. „ტორპედო” შექმნილი ვითარებისთვის გულშემატკივარს დიდ ბოდიშს უხდის. იმედი გვაქვს, გულშემატკივარი მაქსიმალურად გაითვალისწინებს იმ გარემოებას, რომელშიც კლუბი ბოლო პერიოდში იყო. ასევე მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც კიდევ ერთხელ გაითვალისწინა ტორპედოში შექმნილი სიტუაცია და გუნდს უფლება დართო დღეს გასული წლის მაისურებით თამაშის“ – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი