„ტორპედომ“ გერმანელი ახალწვეული წარადგინა – ქუთაისელებმა კოხრეიძე დაიმატეს #1TVSPORT

20:20, 19.01.2025

18 წლის მეკარე სოსო კოპალიანი „ტორპედოში“ დაბრუნდა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ავრცელებს.

კოპალიანი ეროვნული ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია – მისი დებიუტი ქვეყნის მთავარ ლიგაში 15 წლის ასაკში შედგა. „ტორპედოს“ ახალწვეულს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები (8 მატჩი). ბოლოს ის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.

ამას გარდა, გუნდში ჩაირიცხა 24 წლის გერმანელი ნახევარმცველი მოჰამედ ჩერიფი – „ტორპედოს“ ახალწვეულმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩერიფს გერმანიაში, ავსტრიაში, მონტენეგროში, საბერძნეთსა და ხორვატიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ბოლოს „ფლენსბურგის“ ღირსებას იცავდა, სადაც 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

დაბოლოს: გუნდის მოთამაშე გახდა გიორგი კოხრეიძე, რომელიც გასულ სეზონში თბილისის „იბერიაში“ თამაშობდა. 26 წლის თავდამსხმელი საქართველოს ბოლო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მსგავსი