ქუთაისის „ტორპედომ“ სომხეთის ჩემპიონატის ლიდერ „ნოასთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და 0:1 წააგო.
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის წინ, სომხეთის ქალაქ არმავირში ორივე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონების – „ნოასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში კუთხურის გათამაშების შემდეგ გრენიკ პეტროსიანმა გაიტანა. მატჩს ქართველი გულშემატკივრებიც დაესწრნენ.