„ტორპედო“ ალბანეთის „კუკეშის“ თბილისში უმასპინძლებს
„ტორპედო“ ალბანეთის „კუკეშის“ თბილისში უმასპინძლებს

ქუთაისის “ტორპედომ” ფარერების “ვიკინგური” ორივე შეხვედრაში დაამარცხა (3:0, 4:0) და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა – ახლა ცნობილი გახდა, რომ კლუბი ქუთაისის ნაცვლად თამაშს თბილისში გამართავს. ინფორმაცია კლუბიდან მოგვაწოდეს.

ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში არსებული სტადიონის ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ბოლო მომენტამდე ეჭვქვეშ იდგა 10 ივლისის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის გამართვაც „ტორპედოსა“ და მოლდოვურ „შერიფს“ შორის. პრობლემები რამდენიმე თვით ადრე უეფას წარმომადგენლებმა დააფიქსირეს და მათ გადასაჭრელად სტადიონის ადმინისტრაციას გარკვეული ვადა მისცეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების წარმომადგენლებმა აპრილის ბოლოს ჩატარებული ინსპექტირებისას, – მოაწყვეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ადაპტირებული ლოჟა, გააძლიერეს განათების სისტემა, გაარემონტეს გასახდელები, სველი წერტილებამის შემდეგ გადაწყდა, რომ მატჩი ქუთაისის სტადიონზე ჩატარდებოდა. მაგრამ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის მასპინძლობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ვერ აკმაყოფილებს.

9 და 16 აგვისტოს “ტორპედო” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ვიცე-ჩემპიონ “კუკეშს” შეხვდება. პირველი დაპირისპირების მასპინძელი ქუთაისელები იქნებიან, ხოლო თამაში 9 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.