თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT

ბოლონიის „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში „მილანი“ ოვერტაიმში დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. სამი პერიოდის განმავლობაში მასპინძლები დამაჯერებლად თამაშობდნენ და მეოთხე რაუნდის წინ 13 ქულითაც დაწინაურდნენ. თუმცა მილანელებმა ძირითადი დროის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც უკეთესად „ვირტუსის“ კალათბურთელებმა ითამაშეს და საბოლოოდ 93:89 მოიგეს.

თორნიკე შენგელიამ 37 წუთი ითამაშა, 9 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

მასპინძლებს 18-18 ქულა შესძინეს ბელინელიმ და მიკიმ, მატჩის ბომბარდირი კი მილანელი შილდსი გახდა – 26 ქულა.

სერია ოთხ მოგებამდეა. მეხუთე მატჩი 19 ივნისს მილანში გაიმართება.