თორნიკე შენგელიას ჩატენვა კვირის ტოპ-10-ში მეორეა [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგის მეორე ტურში პოლონური „ზელონა გურა“ დიდი სხვაობით, 105:71 დაამარცხა.

ამ შეხვედრის საუკეთესო მომენტი თორნიკე შენგელიას ჩატენვა იყო. მან ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო და შეტევა ეფექტური გდებით დაასრულა.

ეს მომენტი ვითიბი ლიგის კვირის მატჩების ტოპ-10-ში მეორე ადგილზე გავიდა. პირველი იყო „უნიქსის“ ამერიკელი ლეგიონერის, ბრაუნის ჩატენვა.

შენგელიას გუნდი 30 სექტემბერს ევროლიგაზე პირველ მატჩს გამართავს. მისი მეტოქე იტალიური „მილანი“ იქნება.