თორნიკე შენგელიამ პოლონურ „ზელონა გურასთან“ 14 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ბელარუსის „ცმოკის“ შემდეგ პოლონეთის – „ზელონა გურას“ აჯობა – 105:71.
მოსკოველები პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ უპირატესობას და მატჩის ბედი მესამე პერიოდის ბოლოს უკვე გადაწყვეტილი იყო – 72:57 დაწინაურდნენ.
ქართველმა ფორვარდმა 18 წუთი ითამაშა, 14 ქულა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 3 მოხსნა მოაგროვა. თოკომ 7-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ცსკა უახლოეს მატჩს ევროლიგაზე გამართავს – 30 სექტემბერს იტალიურ „მილანს“ ეწვევა.
https://youtu.be/QfGunfKco08